fbpx

გამოცდილი რეალტორის რჩევები:როგორ გავყიდოთ ქონება თბილისში სწრაფად და მარტივად​

  • 3 თვის ago
  • 0
გახსენით ლინკი რომ მიიღოთ უფასო რჩევები, თუ როგორ გაყიდოთ თქვენი უძრავი ქონება სწრაფად და მარტივად. როგორ გავყიდოთ ქონება თბილისში სწრაფად და მარტივად​

გამოცდილი რეალტორის რჩევები:
როგორ გავყიდოთ უძრავი ქონება თბილისში სწრაფად და მარტივად

 თუ გაინტერესებთ როგორ გაყიდოთ უძრავი ქონება თბილისში ეს ბლოგი თქვენთვიას არის, ჩვენ გიზიარებთ გამოსადეგ რჩევებს და რეკომენდაციებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს თქვენი პირველი გამოცდილებაა თუ უკვე მრავალჯერ გაგივლიათ ეს გზა, მნიშვნელოვანია ყველა მესაკუთრისთვის სწორედ შექმნილი სტრატეგიის შემუშავება საუკეთესო შედეგის მისაღებად. საქართველოს უძრავი ქონების მარკეტის განვითარების ტემპის გათვალისწინებით არ არის მარტივი საკუთარი ქონების რეალიზება უძრავი ქონების აგენტის გარეშე. უძრავი ქონების სწრაფად გაყიდვა კი სასურველ ფასად რთული გამოწვევაა ბევრი მესაკუთრისთვის, ვინაიდან მათი ქონება მარკეტის გადატვირთულობის გამო იკარგება.

 მე ვარ რეალტორი ნინო ჩაგუნავა. ჩემი მთავარი მიზანია ამ მცირე ბლოგის საშუალებით გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და მოგაწოდოთ ღირებული ინფორმაცია.

1. სწორი ფასის შერჩევა

 ერთერთი ყველაზე დიდი შეცდომა ხელოვნურად გაზრდილი ფასია. მზგავსი დაუდევრობით შერჩეული ფასი აფრთხობს პოტენციურ მყიდველებს. თუ თქვენი მიზანი უძრავი ქონების დროულად გაყიდვაა მარკეტზე მოიძიეთ მსქავსი ქონებები. შეადარეთ მახასიათებლები და ფასები, მიიღეთ რეკომენდაციები გამოცდილი რეალტორებისგან, ვინაიდან მათ აქვთ უახლოესი თვეების განმავლობაში გაყიდული ქონებების მონაცემები და იციან როგორი ფასი იქნება იდეალური თქვენი სიტუაციისთვის. პირველივე დღიდან შეარჩიეთ სწორი ფასი, რათა თავიდან აიცილოთ გაყიდვის პროცესის დროში გაწელვა.

გსურთ მეტი ინფორმაცია ?  გადმოწერეთ ჩვენი უფასო PDF .

2. იზრუნეთ ქონების ექსტერიერზე

 პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით უძრავი ქონების მარკეტზე. უძრავი ქონების ექსტერიერი, რომელიც პოტენციურ მყიდველებს პირველი ხვდება თვალში მნიშვნელოვანია რომ იყოს სუფთა, კარგად შენარჩუნებული და თვალისთვის მიმზიდველი. 

ბინების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ საერთო სივრცეებს და აივნებს. რაც შეეხება კერძო სახლებს, თუ მისი ფასადი საჭიროებს  გადაღებვას არ დაიზაროთ, ვინაიდას ეს თქვენს სახლს უფრო მიმზიდველს გახდის. ასევე მოაწესრიგეთ ეზო და ყურადღება მიაქციეთ გამწვანებას.

პატარა ცვლილებებს საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა აქვს. იფიქრეთ ოთახების ნეიტრალურ ფერებში ხელახლა შეღებვაზე. დარწმუნდით, რომ თითოეული სივრცე წარმოჩენილია მაქსიმალურად და არ არის გადატვირთული თქვენი პირადი ნივთენით. ამ ცვლილებებზე გაწეული ხარჯები არ იქნება ძალიან ბევრი, მაგრამ მათ მნიშვნელოვნი გავლენა ექნება პოტენციური მყიდველების განწყობაზე თქვენი ქონების მიმართ. 

 მეტი გამოსადეგი რჩევების მისაღებად გიზიარებთ  უფასო PDF-ს.

3. თქვენი უძრავი ქონების მარკეტინგი

 სწორი მარკეტინგი უძრავი ქონების გაყიდვების გასაღებია, აუცილებელია თქვენი ქონება რაც შეიძლება მეტო პოტენციური მყიდველის ხედვის არეალში მოხვდეს.

 უძრავი ქონების ონლაინ წარდგენის დროს მაღალი ხარისხის ფოტო მასალა, ქონების დეტალური აღწერა და ვიდეო ტურები არის ის რაც თქვენი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. სოციალური მედიის პლატფორმები, როგორიცაა Facebook, Instagram და თუნდაც YouTube, ძლიერი ინსტრუმენტებია თქვენი ქონების ფართო აუდიტორიასთან გასაზიარებლად. როგორც გამოცდილმა რეალტორმა ვიცი რაოდენ მნიშვნელოვანია ხმა სწორ აუდიტორიას რომ მიაწვდინოთ რათა ქონება დროულად გაყიდოთ. 

 იმისათვის, რომ უფრო დეტალურად გაიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი ქონების ეფექტურად წარმოჩენა, ჩამოტვირთეთ უფასო PDF  

4. იმუშავეთ უძრავი ქონების ადგილობრივ რეალტორებთან

 უძრავი ქონების გაყიდვა არის კომპლექსური პროცესი, რომელიც მოიცავს ბაზრის ტრენდების და მოვლენების სისტემატიურ ცოდნას, ფასთან დაკავშირებული მოლაპარაკების უნარს და ლეგალური პროცესების ცოდნას, რაც მოიცავს საბანკო და საჯარო რეესტრის ეტაპებს. პროფესიონალთან მუშაობა, რომელმაც იცის თბილისის უძრავი ქონების ბაზარი, დაზოგავს თქვენს დროს. შეგიმცირებთ სტრესს და დაგეხმარებათ უკეთესი გარიგების დადებაში.

 თუ უძრავი ქონების გაყიდვა გადაწყვიტეთ, მე შემიძლია გაგიწიოთ დახმარება თქვენი ქონების გაყიდვის პროცესის ყველა ეტაპზე.

 თბილისში თქვენი ქონების გაყიდვა არ უნდა იყოს სტრესული ან შრომატევადი. სწორი სტრატეგიით, მომზადებით და გზამკვლევით, შეძლებთ სწრაფად და ეფექტურად გაყიდოთ თქვენი უძრავი ქონება

 გჭირდებათ რეალტორისგან მეტი რჩევები? აუცილებლად ჩამოტვირთეთ ჩემი  უფასო PDF გზამკვლევი, თუ როგორ გაყიდოთ თქვენი უძრავი ქონება თბილისში სწრაფად და ეფექტურად!

თუ გაქვთ კითხვები მოგვწერეთ WhatsApp-ზე

 

Join The Discussion

Compare listings

Compare