თბილისში ინვესტორების უმეტესობა ზედმეტს იხდის, რადგან მათთვის პრიორიტეტული დასრულებული პროექტია. რეალური მოგება, ის, რაც ჩვეულებრივ შენაძენს აქცევს სერიოზულ საინვესტიციო აქტივად, ჩნდება მაშინ, როდესაც, მშენებლობა ჯერ კიდევ არ არის დაწყებული.
თუ თბილისში ბინის ყიდვას გეგმავთ, შენიშნავდით, რომ ყველაზე მიმზიდველი შესაძლებლობები ყოველთვის დასრულებულ, საცხოვრებლად მზად ბინებში არ არის. ისინი გვხვდება მშენებარე პროექტებში, იმ ეტაპზე, როდესაც სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ საძირკველის ან კარკასის ფაზაშია.
რატომ ღირს მშენებარეში შეძენა?
- დაბალი საწყისი ფასი: შეძენა შესაძლებელია დასრულებულ საბაზრო ღირებულებაზე 15%-30%-ით იაფად.
- მოქნილი გადახდა: დეველოპერებისგან 0%-იანი შიდა განვადება, რომელიც უკვე სტანდარტად ითვლება.
- არჩევანი: გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ საუკეთესო ხედები და დაგეგმარება, სანამ ისინი ბაზარზე გამოჩნდება.
- მდგომარეობა: ბინები, როგორც წესი, ბარდება “მწვანე კარკასის” მდგომარეობაში.
რა არის მშენებარე ქონება (Off-Plan) და რატომ არის მნიშვნელოვანი?
მშენებარე ქონება ნიშნავს ბინის შეძენას პირდაპირ დეველოპერისგან იმ ეტაპზე, როდესაც პროექტი ჯერ არ არის დასრულებული. ისეთ სრაფად განვითარებად ბაზარზე, როგორიც თბილისია, დეველოპერები ადრეულ გაყიდვებს იყენებენ საწყისი ფინანსების მოსაზიდად და მოთხოვნის დასადასტურებლად. სანაცვლოდ, მყიდველი იღებს მნიშვნელოვან “ადრეული შეძენის” უპირატესობას.
ხშირად, ჭკვიან და საშუალო დონის ინვესტიციას შორის განსხვავება განისაზღვრება სწორი დროის შერჩევით, პროექტის სწორად შეფასებით და პროცესის სწორად მართვით. თბილისის ახალ პროექტებში ფასები სტატისტიკური არ არის- ისინი ეტაპობრივად იზრდება და თქვენი მიზანია ზრდის ყველაზე დაბალი ნიშნულიდან დაიწყოთ.
თუ გინდა უფრო ახლოდან ნახო, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი პრაქტიკაში, შეგიძლია გაეცნო არქის პრისეილის პროექტს ამ ვიდეოში – და გაითვალისწინო, რომ სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ 25 აპრილს.
კარკასების მნიშვნელობა: რას ყიდულობთ რეალურად?
საქართველოში “მშენებარე ქონება” მხოლოდ დროებით ეტაპს არ ნიშნავს – ის ასევე გულისხმობს ბინის შიდა მდგომარეობას. როდესაც თბილისში ბინას ყიდულობთ, მნიშვნელოვანია განასხვავოთ:
- თეთრი კარკასი (White Frame): მოიცავს ძირითად ელექტრო გაყვანილობას, სანტექნიკას და გალესილ კედლებს. ეს არის “ცარიელი სივრცე”, სადაც ყველაფერს თავიდან იწყებთ.
- მწვანე კარკასი (Green Frame): თბილისის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი სტანდარტი. მოიცავს თეთრი კარკასის მახასიათებლებს, დამატებით იატაკის მოჭიმვას, გათბობის მილებს და ხშირად მაღალი ხარისხის ფანჯრებსა და კარებებს.
- გასაღებით (Turnkey): სრულად დასრულებული და ავეჯით აღჭურვილი ბინა, მზად საცხოვრებლად ან გასაქირავებლად.
მშენებარე ბინების უმეტესობა თბილისში იყიდება სწორედ მწვანე კარკასის მდგომარეობაში, რაც გაძლევთ საშუალებას თავად განსაზღვროთ ინტერიერის სტილი, მაშინ როცა დეველოპერი უკვე ასრულებს ძირითად სამშენებლო სამუშაოებს.
რატომ არის მშენებარე ქონება თბილისში უფრო მომგებიანი ფასის მხრივ:
ახალ პროექტებში ფასები იზრდება მშენებლობის პროცესთან ერთად. პრაქტიკამ აჩვენა, რომ სრაფად განვითარებად უბნებში, როგორიც არის საბურთალო და ვაკე, ბინების ღირებულება ხშირად იზრდება 20%-25%-ით საძირკველის ეტაპიდან ფასადის ფასრულებამდე (საშუალოდ 14-18 თვეში).
ფასის დინამიკა ახალ პროექტებში თბილისში:
- საძირკველის ეტაპი (Foundation Phase): ყველაზე დაბალი ფასი – საუკეთესო შესაძლებლობა მათთვის, ვინც გეგმავს დასრულების შემდეგ გადაყიდვას
- კარკასის დასრულება (Structure Completion): ფასები იზრდება, რადგან პროექტის დასრულების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.
- ფასადის დასრულება და რეგისტრაცია (Final Facade & Registry): ყველაზე მაღალი საბაზრო ღირებულება – ბინა უკვე თითქმის სრულად მზად არის.
ROI(ინვესტიციის ამონაგები) პოტენციალი: მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიები: მოკლევადიანი სტრატეგია (გადაყიდვა)
ბინის შეძენა საძირკველის ეტაპზე, შენარჩუნება მშენებლობის პროცესში და გაყიდვა მას შემდეგ, რაც პროექტი რეესტრში დარეგისტრირდება. მოგება მოდის თავად მშენებლობის პროცესში ფასის ზრდიდან.
გრძელვადიანი სტრატეგია (მაღალი შემოსავალი გაქირავებიდან)
მშენებარეში შეძენის ფასი უფრო დაბალია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალს (Rental Yield). მაგალითად, თუ ბინა იყიდეთ 80,000$-ად და ქირავდება იმავე ფასად, როგორც 110,000$-ად ნატიდი დასრულებული ბინა – თქვენი ROI გაცილებით მაღალი იქნება.
დაფინანსება: 0%-იანი განვადების უპირატესობა
თბილისში ახალ პროექტებში ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ტრადიციული საბანკო სისტემისგან განსხვავებული დაფინანსებაა:
- ბანკის ჩართვა არ არის საჭირო: დეველოპერების უმეტესობა გთავაზობთ შიდა დაფინანსებას.
- შიდა განვადება: ჩვეულებრივ, 30% წინასწარი შენატანი და დარჩენილი თანხის გადახდა 0%-იანი პროცენტით მშენებლობის დასრულებამდე.
- მარტივი პირობები უცხოელებისთვის: არ არის საჭირო საკრედიტო ისტორია ან რთული ფინანსური დოკუმენტაცია.
ეს ყველაფერი ბინის შეძენას თბილისში ბევრად მარტივს ხდის, ვიდრე ევროპის ბევრ სხვა ქალაქში.
რატომ უნდა ითანამშრომლოთ Tbilisi Home-თან?
ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც მყიდველები უშვებენ, არ არის მშენებარე ბინის არჩევა, არამედ არასწორი დეველოპერის შერჩვევა.
Tbilisi Home მუშაობს განსხვავებული მიდგომით. ჩვენ არ გაჩვენებთ უბრალოდ პროექტების სიას – პირველ რიგში ვაფასებთ მშენებლობის ხარისხსა და იურიდიულ სანდოობას.
რა არის ჩვენი სტრატეგიული უპირატესობა?
- შედარებითი ანალიზი: ვადარებთ თბილისის სხვადასხვა ახალ პროექტებს ერთმანეთთან, ვაანალიზებთ მონაცემებსა და დეველოპერების გამოცდილებას.
- უბნების განვითარების შეფასება: ვაკვირდებით არა მხოლოდ დღეს არსებულ მდგომარეობას, არამედ იმას, თუ სად ვითარდება ქალაქი და სად არის ზრდის პოტენციალი
- მოლაპარაკება და ფასის ოპტიმიზაცია: დეველოპერებთან მჭიდრო კავშირებით, ხშირად გვაქვს წვდომა “pre-sale” ფასებზე, რომლებიც ფართო ბაზრისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
- იურიდიული გადამოწმება (Due Diligence): ვამოწმებთ, რომ პროექტს ჰქონდეს ყველა საჭირო ნებართვა და სწორად იყოს დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
რისკების ანალიზი (როგორ ავიცილოთ ისინი)
მშენებარე ქონება ძლიერი საინვესტიციო ინსტრუმენტია, თუმცა მასაც თავისი რისკები აქვს. ყველაზე გავრცელებული შეცდომებია:
- დეველოპერისგან ქონების ჩაბარების დაგვიანება: არაპროფესიონალი და არასანდრო დეველოპერის არცევა.
- ბაზრის გადავსება: ბინის შეძენა ისეთ უბანში, სადაც მსგავსი პროექტია და არ აქვს გამორჩეული უპირატესობა.
- რემონტის ხარჯების არასწორი შეფასება: “მწვანე კარკასიდან” სრულად დასრულებულ ბინამდე მმისაყვანი ხარჯების გაუთვალისწინებლობა.
გამოსავალი არის მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა – ჩვენ გეხმარებით მაქსიმალურად გამოიყენოთ კაპტალის ზრდის (Capital Gains) პოტენციალი და მინიმუმამდე დაიყვანოთ სამშენებლო რისკები.
დასკვნა: სტრატეგია სპეკულაციის ნაცვლად
მშენებარე პროექტებში ბინის შეძენა თბილისში 2026 წელს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ბაზარზე შესასვლელად. თუმცა წარმატება მხოლოდ ადრე ყიდვით არ მოდის – წარმატება სწორ არჩევანზეა დამოკიდებული.
გინდა გაეცნო საუკეთესო შესაძლებლობებს?
თუ მშენებარე ქონებაში ინვესტირებას განიხილავ, შემდეგი ნაბიჯი მისი სწორად დაგეგმვაა.
დაუკავშირდი Tbilisi Home-ს, დაათვალიერე პროექტები და აარჩიე შენთვის საუკეთესო.
მოგვწერეთ WhatsApp-ზე იმისთვის, რომ თქვენთვის სასურველი ქონება შეარჩიოთ.