გინდათ ბინის დაქირავება თბილისში? საბურთალო ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და კომფორტული რაიონია, რომელიც პოპულარულია როგორც ადგილობრივებში, ასევე უცხოლებისთვის. სტუდენტი ხართ, პროფესიონალი თუ ოჯახთან ერთად გადმოდიხართ თბილისში, საბურთალო გთავაზობთ თანამედროვე ცხოვრების სტილს, მწვანე სივრცეებსა და შესანიშნავ სატრანსპორტო კავშირს. ამ ბლოგში განვიხილავთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ საბურთალოზე ბინის ქირაობის შესახებ — საბაზრო ტენდენციებიდან ქირაობის პროცესამდე — და რატომ ხდის „Tbilisi Home“-თან მუშაობა ამ გამოცდილებას მარტივს და სასიამოვნოს.
რატომ საბურთალო?
საბურთალო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საცხოვრებელი უბანია თბილისში, რამდენიმე მიზეზის გამო:
კომფორტი და კავშირები: საბურთალო მეტროსადგურებით (დელისი, სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი) და ძირითადი ავტობუსის მარშრუტებითაა დაკავშირებული, რაც გადაადგილებას ამარტივებს.
ცხოვრების სტილი და საზოგადოება: უბანი ოჯახებისთვისაც კომფორტულია. საბურთალოზე თავმოყრილია უნივერსიტეტები, სკოლები, მცირე და საშუალო ზომის სკვერები,ფიტნეს კლუბები და სავაჭრო ცენტრები, როგორიცაა City Mall და GTC.
მწვანე სივრცეები: შაბათ-კვირას სასეირნოდ შეგიძლიათ ეწვიოთ ვაკის პარკს ან ლისის ტბას.
თანამედროვე ინფრასტრუქტურა: საბურთალოზე მრავლადაა ახალი კორპუსები თანამედროვე ლიფტებით, მიწისქვეშა პარკინგითა და 24/7 დაცვით.
ეს უბანი იდეალურია სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა ოჯახებისთვისა და უცხოელებისთვის რომლებსაც სურთ კომფორტი და თანამედროვე პირობები.
მიმდინარე საბაზრო სურათი (2025)
საბურთალოზე ბინის ქირის ფასი მერყეობს ბინის ზომისა და მდგომარეობის მიხედვით:
-
1-ოთახიანი ბინა: $350 – $500/თვეში
-
2-ოთახიანი ბინა: $500 – $800/თვეში
-
3-ოთახიანი ბინა: $700 – $1,200/თვეში
ახალი კორპუსები მეტროსთან ან თანამედროვე პირობებით (პარკინგი, დაცვა, აივანი) მაღალი ფასის კატეგორიაშია, ხოლო ძველი საბჭოთა კორპუსები შედარებით ბიუჯეტურია.
პოპულარული ბინების ტიპები და მოთხოვნა
საბურთალოს ქირავდება მრავალფეროვანია:
-
ახალი აშენებული კორპუსები: მაღალი შენობები ლიფტით, პარკინგით და თანამედროვე გეგმარებით
-
განახლებული საბჭოთა კორპუსები: დიდი ოთახები და აივნები, უფრო იაფი ქირა
-
სტუდიოსა და 1-ოთახიანი ბინები: მოთხოვნადია სტუდენტებსა და ახალგაზრდა დასაქმებულ ადამიანებში
-
საოჯახო ბინები: 2-3 ოთახიანი ბინები პოპულარულია ოჯახებში
💡 რჩევა: აივნით, მზისკენ მიმართული ფანჯრებითა და მეტროსთან ახლოს ბინები ყველაზე სწრაფად ქირავდება.
როგორ დავქირავოთ ბინა საბურთალოზე :
-
განსაზღვრეთ ბიუჯეტი და საჭიროებები – გადაწყვიტეთ ბინის ზომა, პირობები და ბიუჯეტი USD ან GEL-ში.
-
იპოვეთ განცხადებები ან დაუკავშირდით Tbilisi Home-ს – ადგილობრივი აგენტები დაგეხმარებიან თქვენთვის შესაბამისი ვარიანტის შერჩევაში.
-
დაათვალიერეთ ბინები პირადად – შეამოწმეთ კორპუსის მდგომარეობა, კომუნალური პირობები და მეზობლობა.
-
გაფორმეთ ხელშეკრულება – სტანდარტული კონტრაქტი 6–12 თვიანია. ჩვეულებრივ იხდის პირველ თვეს + ერთთვიან დეპოზიტს.
-
შესახლდით – ხელშეკრულების ხელმოწერისა და დეპოზიტის გადახდის შემდეგ შეგიძლიათ დაუყოვნებლივ შეხვიდეთ.
რატომ უნდა ითანამშრომლოთ Tbilisi Home-თან (ნინო და ჯეფი)
„Tbilisi Home“-ში ჩვენ ვაერთიანებთ ადგილობრივ ცოდნასა და უცხოელებთან მუშაობის გამოცდილებას, რათა ბინის ქირაობა საბურთალოზე მარტივი და გამჭვირვალე იყოს:
-
ნინო მრავალწლიანი გამოცდილებით ამ საქმიანობაში დაგეხმარებათ იპოვოთ იდეალური, თქვენს მოთხოვნილებებზე მორგებული ბინა.
-
ჯეფი ხელმძღვანელობს უცხოელებთან თანამშრომლობას — ინგლისურენოვანი კონტრაქტები და რელოკაციის მხარდაჭერა.
ჩვენ გთავაზობთ გამჭვირვალე კომუნიკაციას, პროფესიონალურ რჩევებსა და პერსონალიზებულ მომსახურებას — რომ მშვიდად დასახლდეთ თქვენს ახალ საბურთალოს სახლში.
📲 დაგვიკავშირდით WhatsApp-ზე და დაიწყეთ თქვენი ძიება დღესვე!
ხშირად დასმული კითხვები საბურთალოზე ქირაობის შესახებ
-
შეუძლიათ თუ არა უცხოელებს ბინის ქირაობა თბილისში?
კი! ამისთვის საკმარისია პასპორტის ასლი და მარტივი ხელშეკრულება. -
შეიძლება თუ არა ქირის ფასზე მოლაპარაკება?
ბევრ შემთხვევაში კი — განსაკუთრებით გრძელვადიანი ქირაობისას ან წინასწარ რამდენიმე თვის გადახდის შემთხვევაში. -
რამდენ ხანს გრძელდება სტანდარტული კონტრაქტი?
უმეტესად 6 ან 12 თვე, თუმცა შესაძლებელია მოქნილი პირობებიც. -
შედის თუ არა კომუნალური გადასახადები ქირაში?
ჩვეულებრივ, არა — კომუნალურებს (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, ინტერნეტი) იხდის მქირავებელი. -
მჭირდება თუ არა აგენტი საბურთალოზე ბინის დასაქირავებლად?
შეგიძლიათ თავადაც ეძებოთ, თუმცა „Tbilisi Home“ უზრუნველყოფს შემოწმებულ განცხადებებსა და მარტივ პროცესს.